თქვენი ტექსტების შერჩევა

 

ტექსტების ფაილების შესარჩევად იმ ხელსაწყოს მენიუდან რომლითაც სარგებლობთ დაწკაპეთ File | New

 

File_New_menu_option        

გადახვალთ სარკმელზე ღილაკით, რომლითაც ტექსტ(ებ)ის შერჩევას შეძლებთ.

         

choose_texts_button        

 

ღილაკზე Choose Texts დაჭერა ახალ სარკმელზე გადაგიყვანთ. ქვემოთ მოტანილია ნიმუში:

 

file_choose_window

 

მარცხნივ ფაილების სტანდარტული ნუსხაა, მარჯვნივ - არე უკვე შერჩეული ფაილებისთვის.

დაწკაპეთ ზედა მარჯვენა ღილაკი (browse button) სასურველი ფაილების დასტების მოსაძიებლად. გესაჭიროებათ ტექსტური (.txt) ტიპის ფაილები.

 

chosen_multiple_texts_1

 

დაწკაპეთ ღილაკი ორი პატარა ისრით ან გადაათრიეთ შერჩეული ფაილები მარცხნიდან მარჯვნივ. უნდა მიიღოთ რაღაც ამის მსგავსი:

 

chosen_multiple_texts_now        

 

ეკრანის ამ ზედა ანაბეჭდზე WordSmith პროგრამა აჩვენებს (სტატუსის პანელში, ზემოთ), რომ შერჩეულია 6 ტექსტური ფაილი კონკორდანსისთვის (იხილეთ Concord ზედა პანელის მეორე სტრიქონში).

 

დაწკაპეთ ზედა მარჯვენა მწვანე ღილაკი file_choose_tick_button  ან უბრალოდ დახურეთ სარკმელი.

 

 

Created with Help & Manual 6 and styled with Premium Pack Version 2.41 © by EC Software